ქულები და კრიტერიუმები
|
დაბალი1-4
|
საშუალო5-7
|
მაღალი8-10
|
||
პრეზენტაცია
|
თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს
ადეკვატურად
|
შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო საკითხი,
ვერ იცავს დროის ლიმიტს.
|
შესავალი საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური
ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი
|
||
|
იშვიათად ან
საერთოდ არ მონაწილეობს
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
|
||
გამართული და სწორი მეტყველება
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად
საუბრობს
|
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ
კონსტრუქციებს
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად
იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
|
Wednesday, June 29, 2016
შეფასება
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
უცხო ენის შესწავლა
|
სწავლების საფეხური
|
7 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
4 მოსწავლე
|
დრო/ხანგრძლივობა
|
45წუთი
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
წაიკითხონ, გაანალიზონ ,თარგმნონ
ტექსტი.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
დამოუკიდებლად მუშაობა ტექსტთან,
გამართულად კითხვა, თარგმნა.
|
კავშირი საგნებთან
|
მშობლიური ენა, სხვა მათვის
ცნობილ ენებთან.
|
ე.ს.გ. მისაღწევი შედეგი
|
უცხ.დ.III.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის
მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.
·
სათანადოდ რეაგირებს
მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., გაიმეორე, მოისმინე, აიღე ფანქარი, მოდი დაფასთან და სხვა);
·
ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
·
უცხ.დ.III.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო
სტრატეგიების გამოყენება.ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს
ტექსტის შინაარსის შესახებ;
·
ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა
არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ინტონაციას,
მიმიკას, ჟესტიკულაციას);
·
ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად
ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., ჟესტიკულაცია,
სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).
უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.
·
გამართულად კითხულობს ნაცნობ წინადადებებს;
·
ტექსტში პოულობს და კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილს;
·
თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად კითხულობს შესწავლილ ტექსტებს.
უცხ.დ.III.7. მოსწავლეს გამომუშავებული
აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები.
·
ილუსტრაციებზე, სათაურზე
დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·
აკვირდება და ასახელებს ტექსტის
მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს,
რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ.,
მსხვილ შრიფტს/ და სხვა);
·
ითვლის წინადადებაში სიტყვების
რაოდენობას, სიტყვებში კი - ასოებისას;
·
პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს, ტირეს, ორ წერტილს,
მძიმეს);
·
მშობლიურ ენაზე აღწერს, რა
გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავ აქტივობაში დასმული ამოცანის გადაჭრა; ადარებს
სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა
იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ.
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
·
აფორმებს ნახატებს/ილუსტრაციებს წარწერებით;
·
ავსებს ნაკლულ ტექსტს
საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით);
·
ნიმუშის მიხედვით ქმნის მცირე ზომის ტექსტებს.
უცხ.დ.III.11. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობა.
·
მოკლედ
პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით;
·
პასუხობს კითხვებს კონკრეტულ
საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., დაამთავრე? დიახ/არა; სად არის ფანქარი? აქ,
მაგიდაზე);
·
პასუხობს ზეპირმეტყველებაში
ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (მაგ., რა ჰქვია, რა აქვს, როგორია, რას აკეთებს
და სხვა).
უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
·
ცდილობს დასმული ამოცანების
გადაჭრას;
·
მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის
გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ
მოიქცეს, რომ აღარ დარჩეს შინ სასწავლო ნივთები) და ცდილობს მათ გამოსწორებას;
·
ხვდება და აღნიშნავს საკუთარ
შეცდომებს;
·
სვამს შეკითხვებს და ითხოვს
დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება;
·
ცდილობს, შეავსოს თვითშეფასების მარტივი სქემები.
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს
შეუძლია თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან თანამშრომლობა.
·
სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
·
უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
·
თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·
მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ
ამოცანას;
|
წინარე ცოდნა
|
კარგად კითხულობენ, კარგად
ფლობენ ენას გრამატიკულად.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი და
რვეული, CD,
DVD დისკი და ა.
შ.
|
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო
მენეჯმენტი
|
მისალმება2წთ, სიის ამოკითხვა 2წთ.
აქტივობა 1. 15წთ.
განვლილი მასალის განმეორება, თითოეულ მოსწავლეს
ვეკითხები განვლილ მასალას,
ვუსვამ შეკითხვას.
აქტივობა2.5წთ
გადავდივარ კითხვა -პასუხის რეჟიმზე.
ვმუშაობთ ჯგუფურად.
აქტივობა3.10წთ
ვმუშაობთ ჯგუფურად მოსწავლის
რვეულებში.
აქტივობა4.11წთ
ვუხსნი ახალ მასალას, ვუსვამ შეკითხვას
თუ რამეა გაუგებარი
ახალი მასალიდან, თუ აქვთ შეკითხვა
ვპასუხობ და გაკვეთილის
ბოლოს ვაფასებ მოსწავლეებს.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
დაკვირვების ობიექტი იქნება
პრეზენტაცია, წერითი სამუშაო, მსჯელობა. შეფასდებიან ინდივიდუალურად აქტივობით, ჩართულობით.
|
Saturday, June 25, 2016
სასწავლო პროექტი
2.მთავარი იდეა:
საკუთარი კუთხის უკეთ შეცნობა.
შედარება სხვა კუთხეებთან.
3.აქტუალობა:უფრო
მეტი გაიგონ საკუთარი
კუთხის მდებარეობის, წეს-ჩვეულების,
კულტურის შესახებ.
4.მიზანი:ხელი
შეუწყოს მოსწავლეებს ისტ-ის დახმარებით
მონაცემთა შეგროვებას, აგრეთვე
დამოუკიდებლად მოიძიონ მეტი ინფორმაცია, როგორ შეაჯერონ
მოპოვებული ინფორმაცია ისე, რომ კვლევის
საბოლოო პროდუქტი გამოვიდეს
სრულყოფილი.
5.მოსწავლეთა
ასაკი: მერვე კლასი.
6.ხანგრძლივობა:ორი კვირა.
7.მოსალოდნელი
შედეგები :მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საკუთარ კუთხეს ,შეძლებენ შემდეგ
ეს ინფორმაცია წარმოაჩინონ დაინტერესებული პირისთვის
ან უცხოელი ტურისტისთვის. აგრეთვე ისწავლიან
ისტ-ის დახმარებით როგორ მოიპოვონ
და წარმოაჩინონ მასალები. გამოთქვან
საკუთარი აზრი. გააკეთებენ
ელექტრონულ პრეზენტაციებს თემებიდან
გამომდინარე.
8.ძირითადი
რესურსები :კომპიუტერი, ინტერნეტიდან ამოღებული
მასალა, წიგნები, ისტორია.
9.მსვლელობა:კლასი
მუშაობს ჯგუფურად, ავირჩიეთ
ლიდერი, თითოეულ მოსწავლეს გაუნაწილე
დავალება მოიძიონ მასალები,
მოძიებული მასალები შეაჯამონ
ერთად.
10.საგნებთან კავშირი: ისტი, ისტორია.ისტ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია
დაახასიათოს კავკასიის რეგიონი. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა . პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ
სოციალურ ცვლილებებზე.
მოსწავლეს
შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.მოსწავლეს შეუძლია
გამოყოს და დაახასიათოს მნიშვნელოვანი მოგზაურობები.
11.ხელმძღვანელი:მასწავლებელი თამარ ინასარიძე.
12.ელ. ფოსტა: tamarainasaridze78
Subscribe to:
Posts (Atom)